ავტორი:

ჰოკეის მატჩის დროს დატრიალებული ტრაგედიის დეტალები: რატომ გაუხსნა ტრანსგენდერმა კაცმა ცეცხლი ცოლ-შვილს - მედია ახალ დეტალებს წერს

ჰოკეის მატჩის დროს დატრიალებული ტრაგედიის დეტალები: რატომ გაუხსნა ტრანსგენდერმა კაცმა ცეცხლი ცოლ-შვილს - მედია ახალ დეტალებს წერს

სამი შვილის დედა, საკუთარ შვილთან ერთად ტრაგიკულად დაიღუპა მას შემდეგ, რაც ჰოკეის მატჩის დროს მისმა ტრანსგენდერმა, ყოფილმა ქმარმა ქალის მიმართულებით ცეცხლი გახსნა.

52 წლის რონდა დორგანი ადგილზე, დახურულ სასრიალო მოედანზე გარდაიცვალა, ხოლო მისი ერთ-ერთი ზრდასრული შვილი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. სროლის შედეგად დაშავდა ოჯახის კიდევ ორი წევრი და ოჯახის მეგობარი.

მკვლელობაში ბრალდებული რონდა დორგანი, წარსულში რობერტ დორგანის სახელით იყო ცნობილი. ის თავს ხშირად რობერტა ესპოზიტოდ მოიხსენიებდა.

  • დანაშაულის ჩადენის შემდეგ მან თავი მოიკლა. როგორ მოგვიანებით რობერტ დორგანის ქალიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, “მამას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ძალიან ავად იყო“

სროლის მოტივი სამშაბათამდე გაურკვეველი რჩებოდა, თუმცა პოუტაკეტის პოლიციის უფროსი ტინა გონსალვესი მიიჩნევს, რომ თავდასხმა მიზანმიმართულად განხორციელდა და ის ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება.

სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, რონდამ დორგანს განქორწინების საბუთები 2020 წელს ჩააბარა, განქორწინების თავდაპირველად საფუძვლად მეუღლის მიერ "სქესის შეცვლის ოპერაცია, ნარცისისტული და პიროვნული აშლილობის ნიშნები" იყო მითითებული.

მოგვიანებით ეს მიზეზები გადაიხაზა და ჩანაცვლდა ფორმულირებით: "შეურიგებელი განსხვავებები, რომლებმაც ქორწინების დაუყოვნებელი დაშლა გამოიწვია". მათი განქორწინება 2021 წელს ოფიციალურად დასრულდა.

  • სასამართლო ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ რობერტ დორგანს გენდერული იდენტობის საკითხებთან დაკავშირებით ოჯახთან მრავალჯერადი კონფლიქტი ჰქონდა . 2020 წლის დასაწყისში მან პოლიციას განუცხადა, რომ ახლახან გაიკეთა სქესის შეცვლის ოპერაცია და თქვა, რომ ამის გამო სიმამრს მისი სახლიდან გაძევება სურდა.

დორგანმა ცეცხლი ორშაბათ საღამოს ჰოკეის იმ მატჩის დროს გახსნა, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, მისი ვაჟიც მონაწილეობდა.

ადგილიდან გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ უხსნის დორგანი ტრიბუნებიდან ცეცხლს მაყურებლებს. სროლის ხმაზე ხალხმა პანიკაში ვარდება და გაქცევას იწყებს. დაახლოებით ექვსი გასროლის შემდეგ მოედანს მოთამაშეებიც ტოვებენ, მთლიანობაში მკვლელმა დაახლოებით თორმეტამდე გასროლა განახორციელა.

წყარო

წაიკითხეთ ასევე: