ავტორი:

არსებული ინფორმაციით, ოზურგეთში კრიმინალური ავტორიტეტი საკუთარ მანქანაში ააფეთქეს

არსებული ინფორმაციით, ოზურგეთში კრიმინალური ავტორიტეტი საკუთარ მანქანაში ააფეთქეს

არსებული ინფორმაციით, ოზურგეთში კრიმინალური ავტორიტეტი, ზვიად ჯინჭარაძე, მეტსახელად ჯუმათა, საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს. ინფორმაციას გამოცემა "გურიის მოამბე" ავრცელებს.

  • გამოცემის ცნობით, ავტომობილი მაშინ აფეთქდა, როცა ქელეხიდან გამოსული ჯინჭარაძე მასში ჩაჯდა.

აფეთქების შედეგად მამაკაცი დაშავდა და ოზურგეთის „მედალფას“ კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.