ოზურგეთში ავტომობილის აფეთქების შედეგად მამაკაცი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მანქანა მაშინ აფეთქდა, როცა მამაკაცი მასში ჯდებოდა.
აფეთქების შედეგად მამაკაცი დაშავდა და ოზურგეთის "მედალფას" კლინიკაში გადაიყვანეს.
"სავარაუდოდ ასაფეთქებელი ნივთიერება დისტანციურ მართვაზე იყო დამონტაჟებული და აფეთქებაც მართვის პულტის მეშვეობით მოხდა.
ზვიად ჯინჭარაძე ბოლო წლებში ბიზნესით იყო დაკავებული, ახლო საზღვარგარეთიდან, საქართველოში, სხვადასხვა სახის პროდუქცია, მათ შორის ავტომობილებიც შემოჰქონდა და ყიდდა" - წერს "გურიის მოამბე".
როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
წაიკითხეთ ასევე: