პირველად 2000 წლის განმავლობაში ვიზიტორებს შეუძლიათ უძველესი, "მომლოცველთა გზის" სახელწოდებით ცნობილი ისტორიული ბილიკი გაიარონ, რომელიც იესო ქრისტეს სახელს უკავშირდება.

არქეოლოგებისთვის "საფეხურებიან ქუჩად" ცნობილი “მომლოცველთა გზა“ აღმოსავლეთ იერუსალიმში მდებარეობს და ერთ დროს ქალაქზე გამავალ მთავარი გზას წარმოადგენდა.

გზა ახ.წ. პირველ საუკუნეში აშენდა, ის ძველი იერუსალიმის ტერიტორიაზე გადის და თითქმის ნახევარ მილს მოიცავს.
"დავითის ქალაქის არქეოლოგიური პარკის წყალობით ახლა ტურისტებს შეუძლიათ იესოს ან და პირველი საუკუნის სხვა ებრაელების ნაკვალევზე გაიარონ" - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში
გავრცელებული ინფორმაციით გზა შესანიშნავად არის შემონახული.

"ის დიდი აჯანყების დროს მოულოდნელად იქნა მიტოვებული და დაახლოებით ორი ათასწლეულის განმავლობაში მიწის ფენებით იყო დაფარული, ქუჩა არ არის აღდგენილი ან ხელახლა დაგეგმილი, ის ზუსტად ისეთ მდგომარეობაში აღმოაჩინეს, როგორშიც ხედავთ და ხელუხლებლად დატოვეს" - აცხადებენ არქეოლოგები.
ტურისტებს “მომლოცველის გზაზე“ მოხვედრა დავითის ქალაქის მონახულებით შეუძლიათ, ტური ძველი იერუსალიმის ხედით იწყება, მიწისქვეშა გვირაბში გრძელდება და დევიდსონის არქეოლოგიურ პარკში, ტაძრის მთის სამხრეთით სრულდება.