ავტორი:

ჩინეთში ცეცხლოვანი ცხენის წელი დადგა - როგორ აღნიშნეს და რა კავშირი აქვს დღესასწაულთან დრაკო მალფოის? (ფოტო)

ჩინეთში ცეცხლოვანი ცხენის წელი დადგა - როგორ აღნიშნეს და რა კავშირი აქვს დღესასწაულთან დრაკო მალფოის? (ფოტო)

17 თებერვალს ჩინეთში ახალი - ცეცხლოვანი ცხენის წელი ოფიციალურად დადგა. ეს ჩინურ კულტურაში წლის ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია: მასშტაბური ღონისძიებები მთელ აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში აღინიშნება.

  • მიუხედავად იმისა, რომ ეს ტრადიციული დღესასწაულია, სულ უფრო აქტიურად ჩნდება თანამედროვე ტექნოლოგიებიც - სადღესასწაულო წარმოდგენებში ბოლო დროს რობოტები მონაწილეობენ ხოლო წელს ახალი წლის არაოფიციალური სიმბოლო გამორჩეულად ევროპული პერსონაჟი - დრაკო მალფოია.

  • ჩინურ ახალ წელს არაოფიციალურად "მთვარის ახალ წელს“ უწოდებენ, რადგან მისი ზუსტი თარიღი მთვარის ფაზებით განისაზღვრება. დღესასწაული 15 დღე გრძელდება: პირველი ახალი მთვარიდან პირველ სავსე მთვარემდე.

"გაზაფხულის ფესტივალი“ - ეს არის დრო, როდესაც ბუნება იღვიძებს. ჩინეთში ამჟამად ცხრადღიანი დღესასწაული მიმდინარეობს და ქუჩები ხალხით არის სავსე.

ცხენი სიცოცხლისუნარიანობისა და თავდაჯერებულობის სიმბოლოა და ჩინელი ასტროლოგები თვლიან, რომ ცეცხლის ელემენტი ამ თვისებებს აძლიერებს.

წლევანდელი ყველაზე გაყიდვადი სათამაშო სევდიანი გამომეტყველების მქონე სათამაშო ცხენია.

იივუში მდებარე "Happy Sister“ მაღაზიის მფლობელმა ჟანგ ჰუოკინგმა "როიტერს“ განუცხადა, რომ ცხენი მისი ერთ-ერთი თანამშრომლის შეცდომის შედეგი იყო: მომღიმარი სახე უკუღმა ამოქარგეს. მას შემდეგ, რაც დეფექტური სათამაშო სოციალურ მედიაში ვირუსულად გავრცელდა, ქარხანა იძულებული გახდა დღეში რამდენიმე ათასი ასეთი სათამაშო დაემზადებინა.

წლის თილისმას მეტსახელად "კუკუმა“ შეარქვეს, რაც "მტირალა ცხენს“ ნიშნავს.

მთვარის კალენდრით ახალი წელი აღინიშნება არა მხოლოდ ჩინეთში, არამედ ვიეტნამში, სამხრეთ კორეასა და მთელ აზიაში.

რაც შეეხება “ჰარი პოტერის“ ბოროტ პერსონაჟ დრაკო მალფოiს - ის მოულოდნელად ჩინური ახალი წლის თილისმად იქცა: მისი სახე წითელ სადღესასწაულო დეკორაციებსა და საახალწლო აქსესუარებს ამშვენებს, პოსტერებიდან დაწყებული ტელეფონის ქეისებით დამთავრებული - მალფოის ყველგან შეხვდებით.

პერსონაჟმა, რომლის როლსაც მსახიობი ტომ ფელტონი ასრულებს, უდიდესი პოპულარობა მოიპოვა მისი გვარის ჩინური თარგმანის, "მა’ერფუს“ წყალობით. ეს ნიშნავს "ცხენს და წარმატებას“, რის გამოც ის “ცეცხლოვანი ცხენის“ წლის სიმბოლოდ იქცა.

წყარო

იხილეთ ასევე: