რუსეთი საქართველოს "შედარებით მეგობრულ“ ქვეყნად მიიჩნევს, - ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის კომუნიკაციების განვითარების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის მონაცემებში, რომელმაც შესაბამისი სია შეადგინა.
2024 წელს საქართველოს რეიტინგი 15 ქულით იყო შეფასებული, ხოლო 2025 წლისთვის 19,4 ქულამდე გაიზარდა და ამ მონაცემებით "შედარებით მეგობრული" ქვეყნების სიაში შევიდა.
რუსეთის არამეგობრული ქვეყნების სიაში მოწინავე ადგილს იკავებენ მოლდოვა, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი და უკრაინა.