ავტორი:

კიტ ურბანთან განქორწინების შემდეგ, ნიკოლ კიდმანს ახალი თაყვანისმცემელი ჰყავს - ვინ არის მულტიმილიონერი, რომელსაც ჰოლივუდის ვარსკვლავზე დაქორწინება სურს

კიტ ურბანთან განქორწინების შემდეგ, ნიკოლ კიდმანს ახალი თაყვანისმცემელი ჰყავს - ვინ არის  მულტიმილიონერი, რომელსაც ჰოლივუდის ვარსკვლავზე დაქორწინება სურს

კიტ ურბანთან განქორწინების შემდეგ, ნიკოლ კიდმანს ახალი თაყვანისმცემელი ჰყავს. როგორც ამბობენ, მულტიმილიონერი პოლ სალემი მსახიობთან რომანტიკული ურთიერთობითაა დაინტერესებული და მისი გულის მოგებას ცდილობს.

  • კიდმანის მსგავსად, სალემიც განქორწინებულია. ის და მისი ყოფილი ცოლი, ნავინ სალემი, 2021 წელს დაშორდნენ.

  • ნიკოლსა და პოლს საერთო მეგობრები ჰყავთ და ერთმანეთს ნაცნობების გარემოცვაში რამდენჯერმე შეხვდნენ. ინსაიდერების ინფორმაციით, მათ რომანტიკული ურთიერთობა არ აქვთ, თუმცა სალემი დაინტერესებულია ნიკოლთან რომანით და მისი ცოლად შერთვა სურს.

ცნობისთვის, ნიკოლ კიდმანი და კიტ ურბანი თითქმის 20-წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდნენ.

Daily Mail-ის ცნობით ნიკოლ კიდმანსა და მის მეუღლეს შორის ურთიერთობა ბოლო თვეებში ძალიან გაცივდა. წყაროები ვარაუდობენ, რომ დაშორება ინტიმურობის ნაკლებობამ და მათმა დატვირთულმა გრაფიკმა გამოიწვია.

"კიტი ნიკოლს ვერასდროს ხედავს. ის ან გადაღებაზეა, ან ტურნეშია. მათ შორის დიდი სიყვარული იყო... ისინი ათწლეულების განმავლობაში ერთად იყვნენ, ამიტომ არსებობს შანსი, რომ შერიგდნენ, მაგრამ ახლა, მათი წყვილი დაიშალა,“ – განუცხადა ერთ-ერთმა წყარომ Daily Mail-ს.

ცნობების თანახმად, “ქორწინებით უკმაყოფილო კიტ ურბანი იყო“ და სწორედ მან გადაწყვიტა დაშორება. წყაროს თქმით, კიდმანი ქმრის გადაწყვეტილებით "გაოგნებული“ იყო.ამჟამად კიდმანი და მისი შვილები ნეშვილში იმყოფებიან, სადაც წყვილი 4 მილიონი დოლარის ღირებულების ქონებას ფლობს.

ნიკოლ კიდმანი 1990 წლიდან 2001 წლამდე, 11 წლის განმავლობაში, მსახიობ ტომ კრუზზე იყო დაქორწინებული.

წყარო