ავტორი:

კაცი, რომელმაც შეყვარებული მყინვარზე დატოვა, სასამართლოს წინაშე წარსდგა - პროკურორები ამტკიცებენ, რომ მას ქალის გადარჩენა შეეძლო, თუმცა გულგრილობა გამოიჩინა.

კაცი, რომელმაც შეყვარებული მყინვარზე დატოვა, სასამართლოს წინაშე წარსდგა - პროკურორები  ამტკიცებენ, რომ მას ქალის გადარჩენა შეეძლო, თუმცა  გულგრილობა გამოიჩინა.

2025 წლის იანვარში, ავსტრიის უმაღლეს მთაზე მომხდარმა ტრაგედიამ მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა.

36 წლის ალპინისტმა მამაკაცმა თავის მეგობარ ქალთან ერთად გროსგლოკნერის მყინვარზე ასვლა გადაწყვიტა, წყვილს მყინვარის წვერიდან 50 მეტრი აშორებდა, როდესაც ქალს პრობლემები შეექმნა და ცოცვა ვეღარ გააგრძელა, მამაკაცმა გადაწყვიტა დახმარების მოსაძებნად წასულიყო და ქალი 6.5 საათით მარტო დატოვა, რაც საბედისწერო გადაწყვეტილება აღმოჩნდა, ექსტრემალურმა ყინვამ ძალაგამოლეული ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა.

დრამატული ისტორიის ცალკეული მომენტები მწვერვალისკენ მიმართულმა ვებკამერების ობიექტებმა დააფიქსირეს.

8 იანვრის საღამოს 6 საათზე გადაღებულ კადრებზე მკაფიოდ ჩანს ორივე ალპინისტის მაშუქები, რომლებიც მწვერვალისკენ მიემართებიან, ექვსი საათის შემდეგ მაშუქებმა ბატარეის დაცლასთან ერთად ქრობა დაიწყო, ეს ის დროა, როდესაც ქალს ძალა გამოელია.

დაახლოებით ღამის 2:30-ზე გადაღებულ სურათში ჩანს, რომ მამაკაცი მარტო ჩამოდის მთიდან, ხოლო პარტნიორი გაყინულ თოვლში, მცირე აღჭურვილობის ამარა რჩება.

33 წლის ქალის გაყინვიდან ერთ წელზე მეტი ხნის შემდეგ, მისი შეყვარებული - ბრალდებული თომას პლამბერგერი სასამართლოს წინაშე წარსდგა. მას ადამიანის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა ედება ბრალად.

  • პროკურორები ამტკიცებენ, რომ ბრალდებული, გამოცდილი მთამსვლელია, რომელიც შეყვარებულთან დროულად არ დაბრუნდა და დახმარება არ გამოიძახა. პროკურორები თომას პ.-ს დაუდევრობაში ადანაშაულებენ და ცხრა პუნქტიანი სია გამოაქვეყნეს, სადაც ამტკიცებენ, რომ მას ქალის გადარჩენა შეეძლო, თუმცა გარკვეული გარემოებების გამო, როგორც ჩანს, გულგრილობა გამოიჩინა.

ისინი ასევე აცხადებენ, რომ მამაკაცმა არ წაიღო "ღამის გასათევად, კემპინგისთვის საჭირო აღჭურვილობა.“

პროკურორების განცხადებით მან "შეყვარებულს ნება დართო გამოეყენებინა რბილი სნოუბორდის ჩექმები - ეს აღჭურვილობა, არ არის შესაფერისი მაღალმთიანი, უსწორმასწორო ლაშქრობისთვის. ბრალდებულმა, გამოფიტული, შეციებული და დეზორიენტირებული მეგობარი გოგონა უყურადღებოდ დატოვა გროსგლოკნერის მწვერვალის ჯვრიდან 50 მეტრით ქვემოთ, რის შედეგად ქალი გაიყინა.

ბრალდებულმა რომელიც თავად პროფესიონალი ალპინისტი იყო, არ გაითვალისწინა ის, რომ მის შეყვარებულს არასდროს გაევლო მსგავსი მაღალმთიანი მარშრუტი, არ მოამზადა სათანადო აღჭურვილობა და მყინვარზე ასვლა დადგენილზე 2 საათის დაგვიანებით დაიწყო, გარდა ამისა ალპინისტმა თავის დროზე არ შეატყობინა სამაშველო სამსახურს შექმნილი პრობლემის შესახებ, ჯამში ყოველივე ამ ფაქტორმა კი ადამიანის დაღუპვა გამოიწვია“

  • თავად თომასი ბრალდებებს უარყოფს. მისმა ადვოკატმა, კარლ იელინეკმა კი ქალის გარდაცვალებას "ტრაგიკული შემთხვევა“ უწოდა.

ადვოკატმა განაცხადა, რომ წყვილმა მოგზაურობა ერთად დაგეგმა.

"ორივე თავს საკმარისად გამოცდილად, საკმარისად მომზადებულად და კარგად აღჭურვილად თვლიდა. ორივეს ჰქონდა შესაბამისი გამოცდილება ალპებში ასვლის და ძალიან კარგ ფიზიკურ ფორმაში იყვნენ“, - თქვა მან.

ჩვენების მიცემისას, ბრალდებულმა აღნიშნა, რომ მისი შეყვარებული იმდენად დაღლილი იყო, გადაადგილება არ შეეძლო. ამის გამო მან ქალი კარავში დატოვა და დახმარების საძებნელად წავიდა. მწვერვალზე ავიდა და მეორე მხრიდან დაეშვა.

თუმცა, მისი მცდელობა ფუჭი აღმოჩნდა. ადგილზე მისულ სამაშველო ჯგუფს ქალი გარდაცვლილი დახვდა.

დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, თომას პ.-ს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

წყარო

იხილეთ ასევე: