ესტონეთი მზად არის მოკავშირე ქვეყნების ბირთვული იარაღი საკუთარ ტერიტორიაზე განათავსოს - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ, განაცხადა.
ბირთვული შეკავების საკითხის შესახებ საუბრისას, ცაჰკნამ განაცხადა, რომ მისი აზრით, ევროპამ არ უნდა უარყოს ნატო-ს ზეეროვნული ბირთვული შეკავება.
შეგახსენებთ, რომ 15 თებერვალს პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ, მხარი დაუჭირა ქვეყნის "ბირთვულ პროექტში“ გაწევრიანებას, რაც საკუთარი ბირთვული იარაღის შექმნას გულისხმობს. მისი თქმით, ეს ნაბიჯი რუსეთის აგრესიულ პოლიტიკასთანაა დაკავშირებული და პოლონეთის უსაფრთხოების გაძლიერებას ემსახურება.