ავტორი:

“წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის ევროპული კომიტეტის ანგარიში საქართველოს შესახებ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს“ - ალენ ბერსე

“წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის ევროპული კომიტეტის ანგარიში საქართველოს შესახებ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს“ - ალენ ბერსე

“წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) დღევანდელი ანგარიში საქართველოს შესახებ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, მათ შორის 2024 წლის ბოლოს გამართული დემონსტრაციების დროს პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის ბრალდებები“, - ამის შესახებ ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე სოციალურ ქსელში წერს.

  • მისი თქმით, არასათანადო მოპყრობა არასდროს არის გამართლებული.

„ამ დასკვნებს მომავალ კვირას ადამიანის უფლებათა საბჭოში საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან განვიხილავ“, - წერს ალენ ბერსე.

გენერალური მდივანი ხაზს უსვამს, რომ ევროსაბჭო მზადაა მხარი დაუჭიროს რეფორმებს.

შეგახსენებთ, წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა (CPT) საქართველოში 2024 წლის 18-29 ნოემბერს და 2025 წლის 21-22 იანვარს განხორციელებული ვიზიტების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.