ავტორი:

"ფაქტობრივად, ყველაფერზე მოილაპარაკეს" - რა შეთანხმებას მიაღწიეს ჟენევაში აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებმა: ზელენსკის განცხადება

"ფაქტობრივად, ყველაფერზე მოილაპარაკეს" - რა შეთანხმებას მიაღწიეს ჟენევაში აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებმა: ზელენსკის განცხადება

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ჟენევაში აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის გამართულ მოლაპარაკებებზე მიაღწიეს შეთანხმებას, რომ შეერთებული შტატები ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის პროცესში მონაწილეობას მიიღებს.

  • "მოგეხსენებათ, არსებობს ორი მიმართულება: სამხედრო და პოლიტიკური. აქვე მინდა ვთქვა, რომ სამივე მხარე კონსტრუქციული იყო სამხედრო მიმართულებაში“, - განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს.

მისი განმარტებით, სამხედროებს ესმით, როგორ უნდა აკონტროლონ ცეცხლის შეწყვეტა და ომის დასრულება, თუ პოლიტიკური ნება იარსებებს.

"მათ (მოლაპარაკებების მხარეებმა), ფაქტობრივად, ყველაფერზე მოილაპარაკეს. მონიტორინგში აუცილებლად ჩაერთვება ამერიკული მხარე და ვფიქრობ, რომ ეს კონსტრუქციული სიგნალია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ანდრეი გნატოვი ჟენევიდან დაბრუნების შემდეგ მონიტორინგის შესახებ ყველა სხვა ტექნიკურ დეტალს გააცნობს.