ავტორი:

ბაჩიაშვილმა ყველა დანაშაული აღიარა, აანაზღაურა ზიანი და გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება - რას აცხადებენ პროკურატურაში და რას ამბობს ადვოკატი

ბაჩიაშვილმა ყველა დანაშაული აღიარა, აანაზღაურა ზიანი და გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება - რას აცხადებენ პროკურატურაში და რას ამბობს ადვოკატი

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა სრულად აღიარა დანაშაული ყველა სისხლის სამართლის საქმეზე და აანაზღაურა ზიანი.

  • როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ბაჩიაშვილს გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება ჯარიმასა და პირობით მსჯავრზე.

„სრულად აღიარა დანაშაული ყველა სისხლის სამართლის საქმეზე, ასევე სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან - აანაზღაურა ზიანი, რისთვისაც გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება ჯარიმასა და პირობით მსჯავრზე“, - აცხადებენ პროკურატურაში.

ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა განაცხადა, რომ გიორგი ბაჩიაშვილს დაეკისრა 50 000 ლარის ჯარიმა და ერთი წელი პირობითი

ლევან მახარაშვილის თქმით, დასრულდა ყველა საქმე, მათ შორის - ბაჩიაშვილის მშობლების.

"ყველა საქმე დასრულდა, სამოქალაქოც და სისხლიც, მშობლების საქმეც შეწყდა. დაეკისრა 50 ათასი ლარი და ერთი წელი პირობითი. 9 თვე მოხდილი აქვს და 3 თვე დარჩა პირობითი“, - განაცხადა ადვოკატმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გიორგი ბაჩიაშვილი 2025 წლის მაისში დაააკვა.

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილი მსჯავრდებულია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაში. მას ამ საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

ბაჩიაშვილი მსჯავრდებულია კიდევ ერთ საქმეზე, რომელიც სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს. მას სასჯელის სახით 4 წლითა და 6 თვის ვადით აქვს თავისუფლების აღკვეთა მისჯილი.

ასევე, გიორგი ბაჩიაშვილს „მტკვარი ჰესის“ საქმეზე ბრალდება საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წაიკითხეთ ასევე: