ავტორი:

რას აცხადებენ სუს-ში ლევან დავითაშვილის ქვეყნიდან წასვლასთან დაკავშირებით?

რას აცხადებენ სუს-ში ლევან დავითაშვილის ქვეყნიდან წასვლასთან დაკავშირებით?

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, რომ ყოფილი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი „ამ წუთებში ქვეყანაში არ არის“.

  • ინფორმაციისთვის, დავითაშვილი გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოიკითხა.

როგორც დავითაშვილმა სუს-დან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, უწყებაში განიხილეს საქართველოს გაზის მომარაგების საკითხი და „კითხვები იყო ლოგიკური“.

"ალბათ, იცით, რომ რამდენიმე წელიწადია საქართველო აქტიურ როლს ასრულებს ევროპის გაზით მომარაგების საკითხში. კერძოდ, ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხში, ამაში ჩვენ ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან ერთად. ვფიქრობ, რომ ძალიან დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია მივეცი. შესაბამისად, ამას დაჭირდა დრო. ძალიან ლოგიკური კითხვები იყო. იყო კითხვები, ჩვენი აქტიური მონაწილეობა მომარაგების კუთხით რამდენად შეიძლება ქმნიდეს რისკებს, ან არ ქმნიდეს. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ძალიან ლოგიკური იყო, რომ ყველა ეს საკითხი ამომწურავად განგვეხილა. ეს არის ძირითადი საკითხი, რაც ჩვენ განვიხილეთ.

ასევე ჩვენ განვიხილეთ ის, რომ მომავალში საქართველოში როგორ მოხდეს სტაბილურად გაზმომარაგება. ჩვენ გვაქვს ხელშეკრულებები, რომელსაც ვადები აქვს. გარკვეული ხელშეკრულებები გრძელვადიანად გარანტირებული გვაქვს, ხოლო გარკვეული ხელშეკრულებების გაგრძელებაა საჭირო და გადახედვაა საჭირო, ეს საკითხებიც განვიხილეთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მოგვიანებით სუს-ში განაცხადეს, რომ გამოკითხვის შემდეგ დავითაშვილის მიერ გაკეთებულ კომენტარში უზუსტობები იყო.

"სუს-ის დატოვების შემდეგ ლევან დავითაშვილის მიერ მიცემულ ინტერვიუში ორი არსებითი უზუსტობაა: დავითაშვილი ანტიკორუფციულ სააგენტოში იყო გამოკითხვაზე კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე და არა შეხვედრაზე, აქ საკითხები რომ განეხილა" - განაცხადეს სუს-ში.

წაიკითხეთ ასევე: