ავტორი:

"ნიკოს ვერაგული მკვლელობის საქმეზე არცერთი ადამიანი უკანონოდ არ დაისჯება... ჭელიძემ და კავილაძემ ყველაფერი დაფქვეს" - რას წერს იზა ომაძე

"ნიკოს ვერაგული მკვლელობის საქმეზე არცერთი ადამიანი უკანონოდ არ დაისჯება... ჭელიძემ და კავილაძემ ყველაფერი დაფქვეს" - რას წერს იზა ომაძე

მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება დღევანდელ სასამართლო პროცესს:

"მეგობრებო ნიკო კვარაცხელიას ვერაგული მკვლელობის საქმეზე არცერთი ადამიანი უკანონოდ არ დაისჯება, ჩემი შვილის თანატოლებს როგორ შემიძლია ბრალი რამეში დავდო, მეტსაც გეტყვით ჩვენთვის ტრაგედიაა რა კადრებსაც ვუყურებ!

მაგრამ მოვითხოვ ყველა დამნაშავე ფიგურანტი, მაღალჩინოსანი თუ დაბალჩინოსანი, კანონის შესაბამისად იქნეს დასჯილი, უკანონობას არაფრით არ დავუშვებ!

ჭელიძემ და კავილაძემ წერტილ-მძიმეთი ყველაფერი თავად დაფქვა, ვიდეოც კი არსებობს! კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს ვერ გერთვებით ჟურნალისტებს, გაუგონარი ამბები მესმის და ვერ ვუძლებ!" - წერს იზა ომაძე.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ, ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა. ხოლო ძმებ დავით და გურამ კაკულიების წინა სასამართლო პროცესი 8 აპრილს, 15:00 საათზე ჩაინიშნა.

სხდომას ძმები კაკულიების დისტანციურად ესწრებოდნენ. როგორც საქმის მოსამართლემ თეონა ეპიტაშვილმა აღნიშნა, ბრალდებულებს არ სურდათ ფიზიკურად დასწრებოდნენ სხდომას.

პროკურატურა ბესარიონ ჟვანიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით უმკაცრესი ზომის პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, ხოლო ძმები კაკულიების შემთხვევაში მხოლოდ წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრას.

წაიკითხეთ ასევე: