ყოფილი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი განმარტავს, რატომ არ იმყოფება საქართველოში.
ასევე, დავითაშვილმა განაცხადა, რომ საქმიანი ვიზიტით არის საზღვარგარეთ.
"ჩვეულებრივ მიწევს ხოლმე საქმის გამო ვიზიტები. თითქმის ყოველ კვირას და ახლაც დაგეგმილი ვიზიტი მქონდა. კვირის ბოლოს ვბრუნდები, შემდეგ კვირას ისევ მიწევს წასვლა… რეალური ინფორმაცია ესაა", - განაცხადა დავითაშვილმა, რომლის კომენტარსაც BMG-ი ავრცელებს.
გამოკითხვის შემდეგ ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ „შეხვედრა ევროპის გაზით მომარაგებაში საქართველოს მონაწილეობას და ამასთან დაკავშირებულ რისკებს შეეხებოდა“.
მოგვიანებით, სუს-ში განმარტეს, რომ დავითაშვილი ანტიკორუფციულ სააგენტოში იყო გამოკითხვაზე კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე და არა შეხვედრაზე, აქ საკითხები რომ განეხილა“. ასევე, უწყებაში განაცხადეს, რომ გამოკითხვისას რისკებთან დაკავშირებული კითხვა საქართველოს გაზმომარაგებას და დადებული ხელშეკრულებით საქართველოსთვის პირობების გაუარესებას ეხებოდა, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება და არა ევროკავშირის გაზმომარაგებას.
წაიკითხეთ ასევე: