ავტორი:

"ნიკა კვარაცხელიას საქმე გირგვლიანის საქმეზე ბევრად უფრო მძიმე შემთხვევაა, თავისი დამკვეთებით, შემსრულებლებით და მფარველებით" - ხუხაშვილი

"ნიკა კვარაცხელიას საქმე გირგვლიანის საქმეზე ბევრად უფრო მძიმე შემთხვევაა, თავისი დამკვეთებით, შემსრულებლებით და მფარველებით" - ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის შესახებ ახალ ინფორმაციას და წერს, რომ მომხდარი სისტემური დანაშაულია.

"რაც უფრო მეტს ვიგებთ, ვხვდებით, რომ ნიკა კვარაცხელიას საქმე გირგვლიანის საქმეზე ბევრად უფრო მძიმე შემთხვევაა, თავისი დამკვეთებით, შემსრულებლებით და მფარველებით.

ეს იყო სისტემური დანაშაული, რომელზეც უმძიმესი პოლიტიკური პასუხისმგებლობის ჩამოურეცხავი ტვირთი ხელისუფლების კისერზეა" - წერს ხუხაშვილი.

ცნობისთვის, გუშინ პროკურატურამ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის დამკვეთებად ძმები კაკულიები, ხოლო მკვლელობის ორგანიზატორად ბუსა ჟვანია დაასახელა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ, ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა. ხოლო ძმებ დავით და გურამ კაკულიების წინა სასამართლო პროცესი 8 აპრილს, 15:00 საათზე ჩაინიშნა.

სხდომას ძმები კაკულიების დისტანციურად ესწრებოდნენ. როგორც საქმის მოსამართლემ თეონა ეპიტაშვილმა აღნიშნა, ბრალდებულებს არ სურდათ ფიზიკურად დასწრებოდნენ სხდომას.

პროკურატურა ბესარიონ ჟვანიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით უმკაცრესი ზომის პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, ხოლო ძმები კაკულიების შემთხვევაში მხოლოდ წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრას.

საქმის პროკურორი გია შაიშმელაშვილი მიიჩნევდა, რომ ბესარიონ ჟვანიას მიმართ წარდგენილი ბრალდება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს გულისხმობს, რაც, მისი თქმით, ქმნის მიმალვის რეალურ საფრთხეს.

წაიკითხეთ ასევე: