დონალდ ტრამპი ახლოსაა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილების მიღებასთან. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Axios-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც წყარო განმარტავს, ეს არ იქნება "სწრაფი, წერტილოვანი ოპერაცია, როგორიც ვენესუელაში იყო".
გამოცემის ზოგიერთი წყარო ამბობს, რომ ოპერაციის მოსამზადებლად კიდევ ბევრი დროა საჭირო. თუმცა, ერთი წყაროს თქმით, ტრამპს უკვე “მოთმინება ეწურება”, მისი გუნდის ზოგიერთი წევრის გაფრთხილებების მიუხედავად და “90%-იანი შესაძლებლობა” არსებობს იმისა, რომ ოპერაცია უახლოეს კვირებში დაიწყება.
გამოცემის თქმით, ტრამპი ირანის წინააღმდეგ დარტყმების განხორციელების გადაწყვეტილებასთან ახლოს იყო იანვრის დასაწყისში, როდესაც დემონსტრანტების წინააღმდეგ სისხლიან რეპრესიებს აკვირდებოდა,
თუმცა, მას შემდეგ აშშ-ის ადმინისტრაცია “ორმაგ ტაქტიკაზე” გადავიდა, როდესაც აშშ თეირანთან მის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებებს ცდილობდა და პარალელურად რეგიონში სამხედროების რაოდენობას ზრდიდა.
ახლა, გამოცემის ინფორმაციით, ისეთი ვითარებაა, რომ მოლაპარაკებები აშშ-სთვის სასურველ შედეგებს არ გამოიღებს.