კალიფორნიის ტაჰოს ტბის რეგიონში მაშველებმა ზვავის შედეგად დაღუპული 8 მოთხილამურის ცხედარი იპოვეს.

დაღუპულთა შორის 7 ქალი და 2 მამაკაცია.


ნევადის ოლქის შერიფმა შენან მუნმა განაცხადა, რომ მეცხრე დაკარგული მოთხილამურის ძებნა გრძელდება.
ცნობისთვის, სამშაბათს, კასლ პიკის ტერიტორიაზე ზვავის ჩამოწოლის შემდეგ, თხუთმეტი მოთხილამურე დაკარგულად გამოცხადდა. მოგვიანებით, მაშველებმა ექვსი მათგანის გადარჩენა შეძლეს.