ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა "რუსთავი 2"- თან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში მისი რჩეულის, კარლოტა ელენას შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მატჩებისთვის ძრითადად მასთან ერთად ემზადება.
“ჩვენი გაცნობიდან მოყოლებული, კარლოტამ ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს კარიერაში. თავადაც ჩოგბურთს თამაშობს. ჩვენ ყოველთვის ერთად ვემზადებით ხოლმე ტურნირების დროს. მან ზოგადად მასწავლა, რომ ჩოგბურთი ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის და არის პატარა რაღაცები, საიდანაც შეიძლება მიიღო სიამოვნება, თუნდაც, უბრალოდ, სეირნობით და საინტერესო თემაზე ლაპარაკით“, - ამბობს ნიკოლოზ ბასილაშვილი.
ჩოგბურთელი პირველ მეუღლეს სკანდალურად დაშორდა. თუმცა სააპელაციო სასამართლომ ბასილაშვილი, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში უდანაშაულოდ ცნო.
იხილეთ ასევე: