ავტორი:

რუსთავში მომხდარი მკვლელობის საქმე გახსნილია - სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს: შსს დეტალებს ავრცელებს

რუსთავში მომხდარი მკვლელობის საქმე გახსნილია - სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს: შსს დეტალებს ავრცელებს

სამართალდამცველებმა რუსთავში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავეს.

კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე პირს ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

"ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით - 1985 წელს დაბადებული ი.ბ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა რუსთავში, 1989 წელს დაბადებულ დ.ს.-ს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

  • ბრალდებული პოლიციაში მომხდარიდან მეორე დღეს თავად გამოცხადდა და ჩადენილი დანაშაული აღიარა. სამართალდამცველებმა ი.ბ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.