ავტორი:

აშშ ქმნის ახალ ონლაინ პორტალს, რომელიც მსოფლიოს მოსახლეობას მათი მთავრობების მიერ აკრძალულ ინფორმაციასა და მასალებზე წვდომის შესაძლებლობას მისცემს

აშშ ქმნის ახალ ონლაინ პორტალს, რომელიც მსოფლიოს მოსახლეობას მათი მთავრობების მიერ აკრძალულ ინფორმაციასა და მასალებზე წვდომის შესაძლებლობას მისცემს

აშშ ონლაინ პორტალს ქმნის, რომელიც ევროპისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების მოსახლეობას მათი მთავრობების მიერ აკრძალულ ინფორმაციასა და მასალებზე წვდომის შესაძლებლობას მისცემს.

  • Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ონლაინ პორტალის შექმნის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ცენზურის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებად მიიჩნევს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პროექტს საჯარო დიპლომატიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, სარა როჯერსი ხელმძღვანელობს, ხოლო ონლაინ პორტალი freedom.gov-ზე განთავსდება.

პროექტთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა გამოცემას განუცხადა, რომ „ციფრული თავისუფლება სახელმწიფო დეპარტამენტისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს“.