ავტორი:

თბილისში დაკარგული ლატვიელი კოსმეტოლოგი იპოვეს - რას აცხადებენ შსს-ში?

თბილისში დაკარგული ლატვიელი კოსმეტოლოგი იპოვეს - რას აცხადებენ შსს-ში?

თბილისში დაკარგული ლატვიის მოქალაქე, 24 წლის ეველინა სმირნოვა ნაპოვნია. ინფორმაცია ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების განმარტებით, ახალგაზრდა ქალი უვნებელია და ის უკვე შეხვდა ახლობლებს. შსს-ს ცნობით, საქმე კრიმინალურ შემთხვევასთან არ გვაქვს.

შეგახსენებთ, რომ ეველინა სმირნოვას გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია გუშინ მისმა ძმამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. მისი თქმით, და კვირას, 15 თებერვალს დაიკარგა და ტელეფონი სასტუმროში ჰქონდა დატოვებული.

"ჩემი და თბილისში დაიკარგა. ბოლოს კვირა დღეს ნახეს, უცხო მამაკაცს ესაუბრებოდა. პოლიცია უკვე ჩართულია. 170 სანტიმეტრი სიმაღლისაა, საუბრობს რუსულად ან ინგლისურად", - წერდა დაკარგულის ძმა.

ეველინა სმირნოვა პროფესიით კოსმეტოლოგია და რიგაში ცხოვრობს. ამ დროისთვის გოგონას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.