ავტორი:

დედისგან მიტოვებული პატარა პანჩი ზრდასრულმა პრიმატებმა გარიყეს, მისი ნუგეში პლუშის სათამაშოა, რომელიც დედა ჰგონია და ყველგან დაატარებს (ფოტო/ვიდეო)

დედისგან მიტოვებული პატარა პანჩი ზრდასრულმა პრიმატებმა გარიყეს, მისი ნუგეში პლუშის სათამაშოა, რომელიც დედა ჰგონია და ყველგან დაატარებს (ფოტო/ვიდეო)

მთელი მსოფლიოს ყურადღება იაპონიის ზოოპარკში მცხოვრები პატარა მაიმუნის - პანჩისკენაა მიმართული.

  • პატარა მაკაკა გასული წლის ივლისში დაიბადა, თუმცა დედამ უარი თქვა მასზე, რის შემდეგაც იაპონიის ქალაქ იჩიკავას ქალაქში მდებარე ზოოპარკის თანამშრომლებმა დაიწყეს ზრუნვა.

მისი მომვლელები 24 წლის კოსუკე შიკანო და 34 წლის შუმპეი მიაკოში პანჩის ხელით აჭმევდნენ და სანამ წამოიზრდებოდა, ცალკე ვოლიერში ჰყავდათ.

“პატარა მაიმუნები დაბადებიდანვე ინსტინქტურად ეკვრიან დედებს, ამიტომ პანჩს საბნები და რბილი სათამაშოები მივეცით, რათა შფოთვა შეგვემცირებინა", - აცხადებენ აღმზრდელები.

მაკაკა ძალიან მიეჩვია პლუშის ორანგუტანგს, მას დედად აღიქვამდა და გვერდიდან არ შორდებოდა. თავდაპირველად ეს უჩვეულო არ იყო, თუმცა ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც ზრდასრულმა მაიმუნებმა წამოზრდილი პანჩი არ მიიღეს და გუნდი მას ხელის კვრით იშორებდა.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოები მარტოსული მაიმუნის შესახებ, რომელიც თავის სახეობასთან შერევას ცდილობს, თუმცა მას ხელს კრავენ. პატარა პანჩი ყოველთვის მის პლუშის სათამაშოს უბრნდება, ეხუტება მას, დასაწყნარებლად ცერა თითსაც წოვს და როგორც ჩანს დედა ჰგონია, რადგან ერთადერთია, ვისგანაც “სითბოს“ იღებს.

  • ეს ყველაფერი ზოოპარკის ვიზიტორებმა კამერაზე დააფიქსირეს. სწორედ აქედან გახდა მარტოსული მაიმუნის სევდიანი ისტორია ვირუსული. ყველასგან გარიყული პანჩი მის ვოლიერს ერთგულ სათამაშოსთან ერთად უბრუნდება და მასთან ერთად იძინებს.

ისტორიას იმხელა რეზონანსი მოჰყვა, რომ ზოოპარკმა X-ზე ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა, სადაც აღნიშნული დაადასტურა და განმრტა, რომ ისინი ზრუნვას არ აკლებენ პანჩს.

მათი თქმით, პროცესი რთულად, მაგრამ მაინც ვითარდება - პატარა მაკაკამ ნელ-ნელა დაიწყო ზონაში მყოფ სხვა მაიმუნებთან ერთად თამაში. დანარჩენი კი დროის საკითხია.

პანჩის გასამხნევებლად IKEA Japan-მა მაიმუნს მისი საყვარელი პლუშის ორანგუტანგები და სხვა ფუმფულა სათამაშოები საჩუქრად გადასცა.

წყარო