BBC News-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის მეფის, ჩარლზ მესამის ძმა, ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი საჯარო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიების სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
"ის ეჭვმიტანილია საჯარო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში. ამასთან, მიმდინარეობს ჩხრეკა ბერკშირისა და ნორფოლკის მისამართებზე. ამ დროისთვის პოლიციის განყოფილებაში რჩება. ეროვნული რეკომენდაციების შესაბამისად, დაკავებული მამაკაცის ვინაობას არ გავასაჯაროებთ" - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრს მჭიდრო კავშირი ჰქონდა ჯეფრი ეპშტეინთან.