ავტორი:

"ირანი დაუყოვნებლივ დატოვეთ" - დონალდ ტუსკი პოლონეთის მოქალაქეებს მოუწოდებს

"ირანი დაუყოვნებლივ დატოვეთ" - დონალდ ტუსკი პოლონეთის მოქალაქეებს მოუწოდებს

დონალდ ტუსკი პოლონეთის მოქალაქეებს ირანის დატოვებისკენ მოუწოდებს. „გთხოვთ, ამას სერიოზულად მოეკიდოთ. წარსულში ცუდი გამოცდილება გვაქვს, როდესაც ხალხი ამ გაფრთხილებებს უგულებელყოფდა.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო: ირანი დაუყოვნებლივ დატოვეთ ან მოგზაურობის გეგმები გააუქმეთ. ცხელი კონფლიქტის დაწყების შემთხვევაში, გამოყვანის გარანტიას ვერავინ მოგცემთ“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ირანში კონფლიქტის დაწყების შესაძლებლობა "ძალიან მაღალია“.

ცნობისთვის, CNN-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ აშშ მზად არის ირანის წინააღმდეგ დარტყმები შაბათ-კვირას განახორციელოს, თუმცა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია.