2026 წლის იანვარში საქართველოდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ადგილობრივი ექსპორტი 3 224%-ით გაიზარდა და 56.180 მლნ დოლარი შეადგინა, ჯამში გასულ თვეს უცხოეთში 144 959 ტონა პროდუქტი გავიდა.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ადგილობრივი ექსპორტიდან ქვეყანამ მხოლოდ 1.690 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, მაშინ სულ 3 255 ტონა საწვავი გაიყიდა.
რაც შეეხება ქართული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტიორ ქვეყნებს, წელს იანვარში ლიდერი თურქეთი იყო, მეორე ადგილი მალტას უკავია, ხუთეულში კი შედიან - სინგაპური, კვიპროსი და უკრაინა. უფრო კონკრეტულად: გააგრძელეთ კითხვა