ავსტრალიის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა, დანიკა მეისონმა, პირდაპირ ეთერში მომხდარი ინციდენტის გამო მაყურებელს ბოდიში მოუხადა. იტალიის ზამთრის ოლიმპიადიდან ჩართვისას ჟურნალისტი აშკარად ნასვამი იყო, რამაც ქვეყანაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
რა მოხდა ეთერში?
ოთხშაბათს, ტელეარხ Channel 9-ის დილის გადაცემაში ჩართვისას, მეისონს საუბარი უჭირდა, სიტყვებს ურევდა და უმიზეზოდ იცინოდა. მან აურია ქვეყნების სახელები და გაუგებარ კონტექსტში ახსენა იგუანებიც.

@dailytelegraph #Ch9 host #DanikaMason has sparked speculation after struggling with her words during live #winterolympics crosses from #Italy 😶 Read more at the link in our bio. #karlstefanovic ♬ original sound - The Daily Telegraph

კადრები მალევე გახდა ვირუსული. საზოგადოების აზრი კი ორად გაიყო - ნაწილი მას არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებდა და გათავისუფლებას ითხოვდა, ნაწილმა კი იუმორით მიიღო. დისკუსიაში ავსტრალიის პრემიერი, ენტონი ალბანიზიც კი ჩაერთო, რომელმაც ჟურნალისტს მხარი დაუჭირა და მისი მდგომარეობა დაღლილობითა და დროის სარტყლების ცვლილებით ახსნა.

აღიარება და ბოდიში
თუმცა, მეორე დღეს დანიკა მეისონმა სიმართლე აღიარა და ბოდიში მოიხადა:
„ეს მიუღებელი საქციელი იყო და პასუხისმგებლობას სრულად ვიღებ. არ უნდა დამელია. ციოდა, სიმაღლეზე ვიყავით, თან არც მივახშმია - სიტუაცია არასწორად შევაფასე. ძალიან მრცხვენია“, - განაცხადა მან მომდევნო ეთერში.
ტელეკომპანიამ ჟურნალისტი სამსახურიდან არ დაითხოვა. მისი კოლეგები და მაყურებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ გულწრფელი ბოდიში საკმარისია ასეთი მაღალი დონის პროფესიონალისთვის.