საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დღეს, 19 თებერვალს იუწყება, რომ მისმა თანამშრომლებმა ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენის მცდელობისას ქუთაისში უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს.„სუს-ის მიერ ოპერატიული ინფორმაციის დამუშავების შედეგად, ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენის მცდელობისას, ქუთაისში, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქეა დაკავებული, რომლებიც გეგმავდნენ ბირთვული მასალა ურანისა და რადიოაქტიური ნივთიერება "ცეზიუმ 137" -ის უკანონო შეძენას სამ მილიონ აშშ დოლარად და მის უკანონო ტრანსპორტირებას სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე.
საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ, როგორც წესი, ზემოთ აღნიშნული ნივთიერებები გამოიყენება სხვადასხვა დანაშაულებრივი, მათ შორის - ტერორისტული მიზნებისთვის. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“, - განაცხადეს სუს-ში.
სუს-ის განცხადებას თან დაერთო „რადიოაქტიური კონტრაბანდისტების“ დაკავების ვიდეოკადრებიც, რომელშიც რამდენიმე წამით გამოჩნდა მანქანის საბარგულში ჩადებული ლითონის დანადგარი და ქილა მოყვითალე ფხვნილით -ორივე მათგანს დატანებული ჰქონდა რადიაციული საფრთხის ნიშანი, თუმცა სუს-ის განცხადებაში არ იყო დაკონკრეტებული, თუ რა ტიპის დანადგარი იქნა ამოღებული და რისთვის იყო ის განკუთვნილი.
ვიდეოკადრებიდან თუ ვიმსჯელებთ, სუს-მა ამოიღო БГИ-А ტიპის გამა-გამოსხივების წყარო, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში იწარმოებოდა და ეტყობა, იმ დროიდანაა შემორჩენილი ჩვენთან...განაგრძეთ კითხვა
წაიკითხეთ ასევე: