"ვლადიმერ პუტინი ევროპას ისეთ ტანჯვას მიაყენებს, რისი წარმოდგენა ახლა არც კი შეგვიძლია" - განაცხადა გერმანიის არმიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელი.
გენერალ-მაიორი ვოლფ-იურგენ შტალი, უსაფრთხოების პოლიტიკის ფედერალური აკადემიის პრეზიდენტი ამბობს, რომ გერმანია უკვე განიცდის რუსეთის კიბერშეტევებს, თუმცა შიშობს, რომ მომავალში პუტინმა შესაძლოა თავდასხმები მთელ ევროპის მასშტაბით გააძლიეროს და ადგილზე ჯარებიც კი განათავსოს.

გენერალ-მაიორმა შეშფოთება გამოთქვა იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ რა რეაგირებას მოახდენენ ევროპელი ლიდერები იმ შემთხვევაში თუ რუსეთი ნატოს ტერიტორიაზე შეიჭრება და აღნიშნა, რომ "ქვეყნების ლიბერალური დემოკრატიული წესრიგი საფრთხის ქვეშაა".

"არ ვიცი, რა დისკუსიები და რა განწყობები შეიძლება გაჩნდეს გერმანიაში. ამაზე გარკვეული შეშფოთება ნამდვილად მაქვს, ხალხი მაშინვე იტყვის, რომ საერთოდ არ გვჭირდება ბრძოლა და ეს დიპლომატიურად გზით უნდა მოგვარდეს. თუმცა თუ NATO-ს ტერიტორია რუსი სამხედროების მიერ იქნება ოკუპირებული, მაშინ ალიანსმა მკაფიოდ უნდა განაცხადოს, თუ როგორ გავაძევოთ ისინი, რომ ტერიტორია კვლავ NATO-ს შემადგენლობაში დაბრუნდეს არა მხოლოდ დე იურე, არამედ დე ფაქტო სტატუსით" - განაცხადა მან.


"ჩემი ყველაზე დიდი ინტელექტუალური გამოწვევა აშშ-ს პრეზიდენტია, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ვნახე, რომ მარტო მე არ მიჭირს ამ საკითხთან გამკლავება; ამერიკელებსაც უჭირთ. მათ არაპროგნოზირებადი პრეზიდენტი ჰყავთ, სტაბილური ევროპა ჩვენთვის სასიცოცხლო ინტერესს წარმოადგენს და ის საკუთარი უსაფრთხოებისთვის გვჭირდება" - დასძინა შტალმა
ამასთან მისი თქმით, რუსეთის აგრესია ევროპულ ქვეყნებს აიძულებს, თავდაცვისთვის საკუთარ არსენალში ბირთვული იარაღის პერსპექტივებიც განიხილონ.
მას შემდეგ, რაც პოლონეთმა, სექტემბერში რუსული კამიკაძე დრონები ჩამოაგდო, მისმა პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ განაცხადა, რომ ქვეყანამ საკუთარი ბირთვული იარაღის შექმნა უნდა დაიწყოს.
გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გერმანია საკუთარ ბირთვულ შეკავების ძალას არ შექმნის, "თეორიულად" მას შეუძლია საკუთარ ტერიტორიაზე ბრიტანული ან ფრანგული ბირთვული ქობინები განათავსოს.
წაიკითხეთ ასევე: