ირანთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, შემდეგი 10 დღის განმავლობაში გაიგებთ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა “მშვიდობის საბჭოს” პირველ შეხვედრაზე განაცხადა.
“შეიძლება შემდეგი ნაბიჯის გადადგმა მოგვიწიოს, შეიძლება არა. შეიძლება შეთანხმებას მივაღწიოთ. სავარაუდოდ, შემდეგი 10 დღის განმავლობაში გაიგებთ, მაგრამ დღევანდელი შეხვედრა მტკიცებულებაა იმისა, რომ მტკიცე ლიდერობით არაფერია შეუძლებელი…
ახლა ირანის დროა შემოგვიერთდეს გზაზე, რომელიც შეასრულებს იმას, რასაც ვაკეთებთ. და თუ შემოგვიერთდებიან, ეს შესანიშნავი იქნება. თუ არ შემოგვიერთდებიან, ეგეც შესანიშნავი იქნება, მაგრამ ძალიან განსხვავებული გზა იქნება. არ შეიძლება მთლიანი რეგიონის სტაბილურობის მიმართ მუქარები გააგრძელონ, და შეთანხმება უნდა გააფორმონ…
ცუდი რაღაცები მოხდება, თუ ეს არ მოხდება,” - განაცხადა ტრამპმა.
წაიკითხეთ ასევე: