ავტორი:

წყლით დაფარული სახლები და დამანგრეველი ქარიშხლის მძიმე შედეგები - ევროპა უამინდობას ებრძვის: რომელ ქვეყნებშია ყველაზე რთული ვითარება (ფოტოები)

წყლით დაფარული სახლები და დამანგრეველი ქარიშხლის მძიმე შედეგები - ევროპა უამინდობას ებრძვის: რომელ ქვეყნებშია ყველაზე რთული ვითარება (ფოტოები)

ევროპა კიდევ ერთი დამანგრეველი ქარიშხლის შედეგებთან გასამკლავებლად ემზადება, როგორ მოსალოდნელია "უპრეცედენტო" წყალდიდობები და ძლიერი ქარები, პირველ რიგში დასასვენებელ კურორტებს დააზარალებს.

ოთხშაბათს დასავლეთიდან მოსული ქარიშხალი “პედრო“ საღამოსთვის უკვე დაატყდა თავს საფრანგეთს და თან უხვი ნალექი მოიტანა.

  • მოსალოდნელია, რომ “პედროს“ “უკიდურესად არასტაბილური“ ამინდის პირობებში კიდევ უფრო ძლიერი წვიმები მოჰყვება.

საფრანგეთში ზედიზედ 35 დღე იწვიმა, რითაც 1959 წლის შემდეგ ნალექის ყველაზე ხანგრძლივი სერიის რეკორდი მოიხსნა.

სანამ "პედრო" ქვეყანას კვეთს, საფრანგეთის ოთხ რეგიონში, შარანტ-მარიტიმი, ჟირონდი, ლოტ-ე-გარონი და მენ-ე-ლუარი, წყალდიდობის გამო წითელი განგაშის დონეა გამოცხადებული, ხოლო კიდევ 21 რეგიონში ნარინჯისფერი განგაში მოქმედებს.

დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა. მეხანძრეები ეძებენ 53 წლის მამაკაცს, რომელიც ლუარის მდინარეში გაუჩინარდა მას შემდეგ, რაც მისი ნავი ჩალონ-სიურ-ლუარში წყალდიდობის დროს გადაბრუნდა.

“პარასკევიდან რეგიონებში შედარებით მშრალი ამინდი იქნება, თუმცა წვიმის დასრულება წყალდიდობის დასრულებას არ ნიშნავს" - აცხადებს წყალდიდობების დეპარტამენტის ხელმძღვანელ ლუსი შადურნ-ფასონი.

გასულ ოთხშაბათს ესპანეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიურმა სააგენტომ, ასევე ყვითელი განგაშის დონე გამოაცხადა მალაგაში, რომელიც კოსტა-დელ-სოლს, გუადალორსეს ხეობასა და აქსარკიის რეგიონს მოიცავს.

ქარების სიჩქარემ 60 კმ/სთ მიაღწია, ხოლო ზღვაში ტალღების სიმაღლე ორ მეტრს აღწევდა.

ანდალუსიაში ყველაზე რთული პირობები ალმერიის პროვინციას ელის, სადაც 90 კმ/სთ-მდე სისწრაფის მქონე ძლიერი ქარბორბალების გამო, უკვე განგაშის ნარინჯისფერი დონეა გამოცხადებულია.

ძლიერი ქარები ხუთშაბათსაც გაგრძელდება, შემდეგ კი პარასკევს აღმოსავლეთისკენ გადაინაცვლებს.

წყარო