ავტორი:

ციკლონი "ვალი" ოკუპანტი ქვეყნის დედაქალაქს უტევს - მოსკოვში ანომალიური დიდთოვლობაა, გამოცხადდა განგაშის ნარინჯისფერი დონე

ციკლონი "ვალი" ოკუპანტი ქვეყნის დედაქალაქს უტევს - მოსკოვში ანომალიური დიდთოვლობაა, გამოცხადდა განგაშის ნარინჯისფერი დონე

მოსკოვს ძლიერი თოვლი მოვიდა, რის გამოც რუსეთის დედაქალაქში უკვე გამოცხადებულია ამინდის საფრთხის ნარინჯისფერი დონე, გაუქმდა ათეულობით ავიარეისი, ხოლო ქალაქის გზებზე უზარმაზარი საცობები შეიქმნა.

"ზამთარი ყველა რეკორდს ხსნის. თოვლი არ წყდება. დღეს თვის ნორმის 70 პროცენტზე მეტი ნალექი მოვა, ეს ანომალიურად ბევრია. თოვლი გაგრძელდება მთელი დღის განმავლობაში, ღამით და ასევე მომდევნო დღესაც" - დაწერა მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა საკუთარ ტელეგრამ-არხზე.

  • ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, გაუქმებულია 19, მათ შორის ექვსი უცხოური ავიაკომპანიების რეისი.

აეროპორტების მუშაობას არა მხოლოდ თოვლი, არამედ ქარიც აფერხებს.

სინოპტიკოსებზე დაყრდნობით საინფორმაციო სააგენტო ТАСС წერს, რომ დღეს 03:00-დან 21:00 საათამდე პერიოდში მოსკოვში შესაძლოა 25 მმ-მდე ნალექი მოვიდეს, ხოლო თოვლის საფარის სიმაღლე 25-31 სმ-ით გაიზარდოს. ქარის სიჩქარემ წამში 17 მეტრს შეიძლება მიაღწიოს.

ძლიერი თოვლის მიზეზი გახდა ციკლონი "ვალი", რომელიც ცენტრალურ რუსეთში ადრიატიკის ზღვის ჩრდილოეთიდან, ბულგარეთის მხრიდან ყირიმის გავლით შემოვიდა, "როსკოსმოსმა" მისი სატელიტური ფოტო გამოაქვეყნა.

წყარო