ავტორი:

ირანმა გაერო გააფრთხილა, რომ თუ აშშ თავს დაესხმება ქვეყანას, ამერიკული ბაზები მათი ლეგიტიმური სამიზნე გახდება - მედია

ირანმა გაერო გააფრთხილა, რომ თუ აშშ თავს დაესხმება ქვეყანას, ამერიკული ბაზები მათი ლეგიტიმური სამიზნე გახდება - მედია

ირანმა გაერო-ს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშს წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ თუ აშშ ირანს თავს დაესხმება, ახლო აღმოსავლეთში ამერიკული სამხედრო ობიექტები მათ ლეგიტიმურ სამიზნეებად იქცევა.

წერილის ასლს Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

წერილში აღნიშნულია, რომ თეირანს ომი არ სურს, მაგრამ გადამწყვეტად უპასუხებს, თუ ვაშინგტონი მას სამხედრო დარტყმას მიაყენებს.

„თავდასხმის შემთხვევაში, რეგიონში მტრის ძალების ყველა ბაზა, ობიექტი და აქტივი ირანის თავდაცვითი პასუხის კონტექსტში ლეგიტიმურ სამიზნედ იქცევა. შეერთებული შტატები სრულად და პირდაპირ პასუხისმგებელი იქნება ნებისმიერ არაპროგნოზირებად და უკონტროლო შედეგებზე“, - ნათქვამია წერილში, რომელიც გაერო-ში ირანის მუდმივმა წარმომადგენლობამ გენერალურ მდივანს გაუგზავნა.

იხილეთ ასევე: