ავტორი:

დაკარგული სილამაზე: ჩინელ ინფლუენსერს ეთერში ყოფნისას ფილტრი გაეთიშა - ნანახმა მისი გამომწერების ნაწილი აღაშფოთა

დაკარგული სილამაზე: ჩინელ ინფლუენსერს ეთერში ყოფნისას ფილტრი გაეთიშა - ნანახმა მისი გამომწერების ნაწილი აღაშფოთა

ჩინელმა ინფლუენსერმა ათი ათასობით გამომწერი დაკარგა მას შემდეგ, რაც პირდაპირი ეთერის დროს სილამაზის ფილტრი გამოირთო და მაყურებელმა მისი ნამდვილი სახე იხილა.

გავრცელებულ კადრებში ინფლუენსერი მაკიაჟითა და მოვლილი იერსახით ჩნდება. მოულოდნელად, სილამაზის ფილტრი ითიშება და მისი ბუნებრივი გარეგნობა იკვეთება - გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, ქალმა 140 000 გამომწერი დაკარგა. მიუხედავად ამისა, მათი ნაწილი აცხადებს, რომ ბუნებრივი გარეგნობა უფრო მოსწონთ:

"ვფიქრობ ბუნებრივად უფრო ლამაზია, ფილტრი უსიცოცხლო იერს აძლევდა..." - დაწერა ერთ-ერთმა სოციალურ ქსელში.

აღსანიშნავია, რომ ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც ვიდეობლოგერს აუდიტორიის შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებენ: 2019 წელს პირდაპირი ეთერის დროს ტექნიკურმა შეფერხებამ გამოავლინა, რომ ცნობილი ახალგაზრდა ინფლუენსერი სინამდვილეში შუახნის ქალი იყო.

რამდენიმე წლის წინ სოციალურ ქსელებში ფართო განხილვა მოჰყვა TikTok-ის ახალ ფილტრს Bold Glamour. მომხმარებელთა თქმით, ეფექტი იმდენად ძლიერი იყო, რომ ფილტრი რეალურ გარეგნობას სრულიად ფარავდა. ინფლუენსერთა დიდი ნაწილი მისი გამოყენების აკრძალვას მოითხოვდა.

წყარო