სერიალ "გრეის ანატომიის“ მსახიობი ერიკ დეინი, რომელიც მძიმე დაავადებას ებრძოდა, 53 წლის ასაკში გარდაიცვალა

სერიალ "გრეის ანატომიის“ მსახიობი ერიკ დეინი, რომელიც მძიმე დაავადებას ებრძოდა, 53 წლის ასაკში გარდაიცვალა

ერიკ დეინი, მსახიობი, რომელიც ყველაზე მეტად ცნობილია სერიალებში, "გრეის ანატომიასა“ და "ეიფორიაში“ შესრულებული როლებით, 53 წლის ასაკში გარდაიცვალა.

"მძიმე გულით გაცნობებთ, რომ ერიკ დეინი ხუთშაბათს შუადღისას ALS-თან მამაცი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა“, - ნათქვამია მისი ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მან სიცოცხლის ბოლო დღეები მეგობრების, ერთგული მეუღლისა და ორი ქალიშვილის, ბილისა და ჯორჯიის გარემოცვაში გაატარა.

მსახიობს გასულ წელს ამიოტროფიული გვერდითი სკლეროზი (ALS) დაუდგინდა. მან სიცოცხლის ბოლო რამდენიმე თვე მოტორული ნეირონული დაავადების (MND) ყველაზე გავრცელებული ფორმის შესახებ ცნობიერების ამაღლებას მიუძღვნა.

ერიკ დეინმა "გრეის ანატომიაში“ დოქტორ მარკ სლოუნის როლი ითამაშა, "ეიფორიაში“ კი - კალ ჯეიკობსის როლი.

დეინმა ასევე მონაწილეობდა ფილმებში : "მომხიბვლელი“, "უკანასკნელი გემი“, "მარლი და მე“, "ვალენტინობის დღე“ და "ბურლესკი“.