რამდენიმე დღის წინ, აშშ-ში, ჰოკეის მატჩის მიმდინარეობისას, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა. შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა - სამართალდამცავების ინფორმაციით, თავდამსხმელი, რობერტ დორგანი, ტრანსგენდერი მამაკაცი იყო. მან ცეცხლი მეუღლესა და შვილებს გაუხსნა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

ცნობების თანახმად, რობერტი თავისი ცოლის, რონდა დორგანის შორეული ბიძაშვილი იყო, ამის მიუხედავად, წყვილი 1992 წელს დაქორწინდა. დორგანს სამი სხვადასხვა ქალისგან ექვსი შვილი ჰყავდა. სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, რონდასთან ქორწინება 2021 წელს დასრულდა. მიზეზი რობერტის სქესის შეცვლის ოპერაცია და მისი "ნარცისული თვისებები და პიროვნული აშლილობის ნიშნები“ გახდა.

38 წლის ამანდა უოლეს-ჰაბარდმა, რობერტის ერთ-ერთი ქალიშვილმა წინა ქორწინებიდან, The Post-ს განუცხადა, რომ "მამა მთელი ცხოვრება დემონებს ებრძოდა“ და არასტაბილური ქცევის გამო ოჯახის უმეტეს ნაწილთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა. სოციალურ ქსელებში ის საკუთარ თავს "ადოლფ ჰიტლერის მარჯვენა ხელად“ მოიხსენიებდა და ხშირად აზიარებდა ნაცისტური შინაარსის ინფორმაციას.

ცნობისთვის, როდ-აილენდი აშშ-ის 20 შტატიდან ერთ-ერთია, სადაც ბიძაშვილებს შორის ქორწინება კანონიერია. გარდა ამისა, შტატში ბიძასა და დისშვილს ან დეიდასა და ძმისშვილს შორის ქორწინება გარკვეულ რელიგიურ ან კულტურულ გარემოებებში დასაშვებია. წყარო
იხილეთ ასევე: