ავტორი:

ASOS-ის თანადამფუძნებლის, კვენტინ გრიფიტსის იდუმალებით მოცული სიკვდილი -  ის ტაილანდში, მე-17 სართულიდან გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა, თუმცა ახლობლების თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ

ASOS-ის თანადამფუძნებლის, კვენტინ გრიფიტსის იდუმალებით მოცული სიკვდილი -  ის ტაილანდში, მე-17 სართულიდან გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა, თუმცა ახლობლების თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ

ASOS-ის თანადამფუძნებელი, კვენტინ გრიფიტსი ტაილანდში, მე-17 სართულიდან გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა.

გამოძიების შედეგად, პოლიციამ ბინაში არეულობის ნიშნები ვერ აღმოაჩინა, თუმცა არ გამორიცხავენ დანაშაულებრივ ქმედებას. ბიზნესმენის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი მხოლოდ ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი, რასაც, სავარაუდოდ, თვეები დასჭირდება.

პირველადი ვერსიით, მან თავი მოიკლა, თუმცა ახლობლებს ამის არ სჯერათ, მით უფრო, რომ ტრაგედია ტაილანდელ ყოფილ მეუღლესთან მიმდინარე დავის ფონზე მოხდა - ქალი მას კომპანიიდან 500 000 ფუნტის მოპარვაში ადანაშაულებდა. მისივე მტკიცებით, გრიფიტსმა მიწისა და ბიზნესის წილების გაყიდვის მიზნით, დოკუმენტები გააყალბა.

გრიფიტსმა ონლაინ მოდისა და სილამაზის საცალო ვაჭრობის პლატფორმა Asos, 2000 წელს, ნიკ რობერტსონთან და ენდრიუ რიგანთან ერთად დააარსა. ოთხი წლის შემდეგ კი მარკეტინგის დირექტორის თანამდებობა დატოვა.

პირველ ცოლთან განქორწინების შემდეგ, 2007 წელს, საცხოვრებლად ტაილანდში გადავიდა, სადაც მეორედ იქორწინა და ვაჟი და ქალიშვილი ეყოლა. წყვილი რამდენიმე წლის წინ დაშორდა.

წყარო