ავტორი:

ჯადოქრობის ბრალდებით ინდოეთში დედა და ჩვილი ცოცხლად დაწვეს - საზარელი დანაშაულის შემზარავი დეტალები

ჯადოქრობის ბრალდებით ინდოეთში დედა და ჩვილი ცოცხლად დაწვეს - საზარელი დანაშაულის შემზარავი დეტალები

ინდოეთის აღმოსავლეთ შტატ ჯაკჰარდში 4 ადამიანი დააკავეს. მათ ბრალად ედებათ ქალისა და მისი 10 თვის შვილის ცოცხლად დაწვა. როგორც მედია წერს, ადგილობრივები მათ ჯადოქრობაში ადანაშაულებდნენ.

ქალის ქმარსაც დაესხნენ თავს. მან მძიმე დამწვრობა მიიღო და ამჟამად საავადმყოფოშია.

პოლიცია აცხადებს, რომ სხვა სავარაუდო მონაწილეებს ეძებს. დაკავებულები პატიმრობაში იმყოფებიან და საჯარო კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

  • National Crime Records Bureau მონაცემებით, 2000-2016 წლებში ინდოეთში ჯადოქრობის ეჭვის საფუძველზე 2 500-ზე მეტი ადამიანი მოკლეს. მსხვერპლთა უმეტესობა ქალი იყო.

აღნიშნული ტრაგედია სამშაბათს მოხდა. მოკლულები არიან ქალი - ჯიოტი სინკუ და მისი ვაჟი.

როგორც BBC წერს, მსგავსი შემთხვევები ხშირად ფიქსირდება ისეთ რეგიონებში, სადაც უკიდურესი სიღარიბე და ტომობრივი დასახლებებია. აღნიშნულ მხარეებში ფართოდ არის გავრცელებული ცრურწმენები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემა ფაქტობრივად არ არსებობს, ხოლო მოსახლეობა ე.წ. თვითნასწავლ მკურნალებზეა დამოკიდებული.

საზარელი დანაშაული კუდსაის სოფელში მოხდა. ეს არის დაახლოებით 50 თიხის სახლისგან შემდგარი დასახლებაა. ძალადობა, სავარაუდოდ, სოფელში მომხდარმა ბოლო მოვლენებმა გამოიწვია. გავრცელდა ხმები პირუტყვის მოულოდნელი დახოცვის შესახებ. ასევე ავად გახდა და გარდაიცვალა ადგილობრივი მცხოვრები პუსტუნ ბირუა.

მამაკაცის დაღუპვა ქალის ჯადოქრობას დააბრალეს და სწორედ ამან იმსხვერპლა ოჯახის ორი წევრი. პუსტუნ ბირუა სამშაბათს საღამოს გარდაიცვალა. იმავე ღამეს დაახლოებით ათამდე ადამიანი შეიჭრა სახლში და ქალი და ბავშვი ცოცხლად დაწვეს.

წყარო