დედამიწის “გულისცემა“, რომელიც ხშირად “შუმანის რეზონანსის“ სახელით იწოდება, წარმოადგენს სტაბილურ ელექტრომაგნიტური რიტმს, რომელიც პლანეტის ზედაპირსა და იონოსფეროს შორის ურთიერთქმედების შედეგად წარმოიშობა.
დედამიწის ბუნებრივი “ზუზუნისებრი“ ვიბრაციის სიხშირე ჩვეულებრივ წამში დაახლოებით 7.83 ციკლს (ჰერცს) შეადგენს, თუმცა როგორ დაკვირვებამ აჩვენა, ბოლო კვირებში მან უჩვეულო პიკი განიცადა. ამან გააჩინა კითხვა - შეუძლია თუ არა ახალ ფენომენს გავლენა მოახდინოს ადამიანის გონებასა და განწყობაზე?

სპეციალისტების ნაწილი აცხადებს, რომ “შუმანის რეზონანსის“ მომატებული მაჩვენებლები “პოტენციურად დამაბრკოლებელ“ ფაქტორად შეიძლება იქნეს განხილული, თუმცა მონაცემების ასეთი მერყეობა ჩვეული, ბუნებრივი მოვლენაა.
ზოგი მკვლევარი და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელი კი მიიჩნევს, რომ ეს სიხშირეები ადამიანის ტვინის იმ ტალღებს ემთხვევა, რომლებიც ძილს, მოდუნებასა და კონცენტრაციას უკავშირდება.
ტრადიციული მეცნიერების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ცვლილებების ბიოლოგიური ეფექტების შესახებ კვლევები არაერთმნიშვნელოვანია და საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს. ინტერნეტში გავრცელებულ არაერთ ცნობას შევხვდებით, რომელიც რეზონანსის პიკებს უკავშირდება და ისეთ “სიმპტომებს იწვევს“ როგორიცაა ყურებში ზუზუნი, კუნთების დაძაბულობა, დაღლილობა და “გონების დაბინდვა“
მკვლევართა განცხადებით, გასულ ხუთშაბათს ზომიერი მზის ამოფრქვევის გამო, რომელმაც დედამიწის მაგნიტური ველი არასტაბილური გახადა, შუმანის რეზონანსი კვლავ მაღალ დონეზე რჩებოდა.
დედამიწის მაგნიტური ველის “რყევის“ შეფასება, პირობითი ცხრა ბალიანი K- ინდექსის შკალით მიმდინარეობს, სადაც 0-მშვიდ მდგომარეობას ნიშნავს, ხოლო 5-ზე მაღალი მაჩვენებელი უკვე გეომაგნიტურ შტორმზე მიუთითებს, რომელმაც შეიძლება სატელიტები, ელექტროგადამცემი ქსელები დააზიანოს და რადიოსიგნალებში შეფერხებები გამოიწვიოს.

ადამიანის ტვინი საკუთარ ელექტრულ ტალღებს წარმოქმნის, რომლებიც იმის მიხედვით იცვლება თუ რას ვაკეთებთ. როდესაც ადამიანები მოდუნებას ან დაძინებას ცდილობენ, ტვინი ე.წ. ნელ “თეტა“ ტალღებს წარმოქმნის, რომელთა სიხშირე ჩვეულებრივ წამში ოთხიდან რვა ციკლს შორის მერყეობს და ამით ძალიან ახლოს დგას შუმანის რეზონანსის ძირითად სიხშირესთან.
მკვლევართა ნაწილის მტკიცებით, მასშტაბურმა ატმოსფერულმა დარღვევებმა შეიძლება ისეთი ტალღები წარმოქმნას, რომლებიც ჩვენი სხეულის რიტმებს “ეწინააღმდეგება“. რაც თავის მხრივ დედამიწის ელექტრომაგნიტური აქტივობის პიკების დროს შეიძლება შფოთვის, ძილის პრობლემების, კონცენტრაციის სირთულის ან ყურებში ხმაურის მიზეზი გახდეს. მიუხედავად იმისა, რომ ექიმების მტკიცებით, აღნიშნული სიმპტომები უმეტეს შემთხვევაში სულ სხვა მიზეზით არის გამოწვეული, მნიშვნელოვანი ატმოსფერული დარღვევები მხოლოდ ადამიანებზე არ მოქმედებს და ზოგადად დიდ საფრთხეს წარმოადგენს.
2025 წლის მაისში ექსპერტებმა წარმოადგინეს ექსტრემალური კოსმოსური ამინდის სცენარის შედეგები, რომელიც ასახავდა, თუ რა მოხდებოდა ძლიერი გეომაგნიტური შტორმის შემთხვევაში.
კვლევამ არასაიმედო შედეგები აჩვენა. პირობით მასშტაბურ “მზის ქარიშხალს“ დედამიწაზე ელექტროგადამცემი ქსელების მწყობრიდან გამოსვლა და კომუნიკაციის სისტემების ჩამოშლა მოჰყვება.