ნიუი-ორკის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, გასულ ორშაბათ საღამოს TikTok-ისთვის განკუთვნილი, გაუაზრებელი და უგუნურ ტრიუკის შესრულების მცდელობის გამო ორი 14 და 15 წლის ბიჭი დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით ბიჭი TikTok-ზე დასადებად ტრიუკს იღებდა, როდესაც გადავარდა.


ონლაინ პეტიციაში, რომელიც ტრიუკის გამოძიებას ითხოვს და 1 000-ზე მეტი ხელმოწერა აქვს ნათქვამია რომ მოზარდის ორი “მეგობარი“ მაშინაც იღებდა ვიდეოს, როდესაც ბიჭი, სახელად “ფრენკი“, ტკივილისგან იტანჯებოდა მათი სახელებს ყვიროდა, მოგვიანებით მათ ეს ეს ვიდეოები ინტერნეტში გაავრცელეს.

მოზარდის გადასარჩენად დაახლოებით 75 მაშველი და 10 ერთეული ტექნიკა იქნა მობილიზებული, დაზარალებული სასწრაფოდ იქნა გადაყვანილი, ექიმების განცხადებით მისი მდგომარეობა “კრიტიკულია, მაგრამ სტაბილური რჩება“
მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებმა 14 და 15 წლის ბიჭები დააკავეს, მათ “უკანონო შეჭრა და დაუდევრობით საფრთხის შექმნა“ ედებათ ბრალად.