ავტორი:

ირანი, ჩინეთი და რუსეთი ჰორმუზის სრუტეში საზღვაო წვრთნებს გეგმავენ

ირანი, ჩინეთი და რუსეთი ჰორმუზის სრუტეში საზღვაო წვრთნებს გეგმავენ

აშშ -ს მიერ ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ძალების მობილიზაციის ფონზე ირანი, ჩინეთი და რუსეთი ჰორმუზის სრუტეში მორიგ ერთობლივ საზღვაო წვრთნებს გამართავენ - ამის შესახებ ირანული მედია იუწყება

მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, მოსკოვი და თეირანი “Maritime Security Belt 2026“ სწავლებებს განსაკუთრებით აქტუალურად მიიჩნევენ და არსებობს მიზეზები, რის გამოც თეთრი სახლი და პენტაგონი ამას დიდი ყურადღებით უნდა მოეკიდოს. თუ ჰორმუზის სრუტეში, აშშ-ის მიერ ირანზე შესაძლო შეტევის ფონზე, ესკალაციაში რაიმე სახით რუსული ან ჩინური სამხედრო ხომალდები აღმოჩნდებიან ჩართული, ამას შესაძლოა სამხედრო და პოლიტიკური შედეგები მოჰყვეს, რაც ოპერაციის დაგეგმვისას გასათვალისწინებელი იქნება. ა

მასთანავე, აშშ-ის სამხედრო ძალების მიმდინარე გაძლიერებისა და წვრთნების დროის ერთმანეთთან დამთხვევა უფრო სიმბოლურ ეფექტზე მიანიშნებს, ვიდრე უშუალო ოპერაციულ მნიშვნელობაზე.

წვრთნები პირველად 2019 წელს გაიმართა. წელს მას ირანის სამხრეთ საპორტო ქალაქი ბანდარ-აბასი მასპინძლობს, რომელიც ჰორმუზის სრუტეში მდებარეობს. ოფიციალური ირანული სააგენტო Mehr-ის ცნობით, მასში რუსული, ჩინური და ირანული საზღვაო დანაყოფები და სხვადასხვა ტიპის სამხედრო ხომალდები მიიღებენ მონაწილეობას.

  • სწავლების მიზანს ჰორმუზის სრუტეში კოორდინაციიის, ტაქტიკური მზადყოფნის და სწრაფი რეაგირების პროცედურების შემუშავება წარმოადგენს.

რუსეთი და ირანი აცხადებენ, რომ წვრთნები მათ თანამშრომლობის უნარს გაზრდის.

ექსპერტების თქმით, ჰორმუზის სრუტესა და ომანის ყურეში რუსული და ჩინური ხომალდების მცირე რაოდენობა აშშ-ის ინტერესებისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა შესაძლოა გაართულოს ირანზე შესაძლო შეტევა. ასევე აღინიშნება, რომ ეს წვრთნები სავარაუდოდ თვეების წინ იყო დაგეგმილი, ბევრად ადრე, ვიდრე აშშ - სა და ირანს შორის ურთიერთობები მკვეთრად გამწვავდებოდა.

სავარაუდოა, რომ წვრთნების დასრულების შემდეგ რუსული და ჩინური ხომალდები ტერიტორიას დატოვებენ და აშშ მათ გადაადგილებას დააკვირდება.

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობას დაგეგმილ წვრთნებთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია

წყარო