National Center for Wildlife-ის მეცნიერები 2022-2023 წლებში გამოქვაბულებს იკვლევდნენ. მათი მიზანი ველური ბუნების შესწავლა იყო, თუმცა მოულოდნელი აღმოჩენა გააკეთეს.
ჩრდილოეთ ქალაქ არარის მახლობლად, ხუთ გამოქვაბულში, 7 ბუნებრივად მუმიფიცირებული გეპარდი იპოვეს. ნაშთები თითქმის მთლიანად იყო შემონახული ხოლო რბილი ქსოვილები და ჩონჩხები კარგად იყო დაცული. მეცნიერებმა სამი მუმიის დნმ გააანალიზეს - კვლევამ აჩვენა მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც შესაძლოა გეპარდების არაბეთის ნახევარკუნძულზე დაბრუნებას დაეხმაროს.

მანამდე ითვლებოდა, რომ საუდის არაბეთში მხოლოდ აზიური გეპარდი ბინადრობდა. მისი სამეცნიერო სახელია Acinonyx jubatus venaticus. ეს სახეობა კრიტიკულად გადაშენების პირასაა. ველურ ბუნებაში მცირე პოპულაცია მხოლოდ ირანშია დარჩენილი. ხოლო არაბეთის ნახევარკუნძულზე გეპარდები 1970-იან წლებში გადაშენებულად გამოცხადდა.
თუმცა დნმ-ის ანალიზმა ახალი სურათი აჩვენა რომ სამი გამოკვლეული მუმიიდან ორი მათგანი გენეტიკურად უფრო ახლოს აღმოჩნდა ქვესახეობა Acinonyx jubatus hecki-თან, რომელიც ჩრდილო-დასავლეთ აფრიკულ გეპარდად არის ცნობილი.

კვლევა იანვარში, ჟურნალ Communications Earth & Environment-ში გამოქვეყნდა. კვლევის მთავარი ავტორია ეკოლოგი და National Center for Wildlife-ის ხელმძღვანელის მოადგილე აჰმედ ალ ბოუგი. მისი თქმით, აღმოჩენა ძალიან მოულოდნელი იყო. ეს არის გეპარდის ბუნებრივი მუმიფიკაციის პირველი დადასტურებული შემთხვევა, ასევე ეს არის პირველი ფიზიკური მტკიცებულება, რომ სხვადასხვა ქვესახეობა ნახევარკუნძულზე არსებობდა.

ეს აღმოჩენა მნიშვნელოვანია. ახლა მათ იციან, რომელი გენეტიკური ხაზები არსებობდა რეგიონში. ეს ფაქტი ხელს შეუწყობს გეპარდების შესაძლო ხელახალ გამრავლებას ბუნებაში.
მეცნიერები ახლა იკვლევენ, რატომ შევიდნენ გეპარდები გამოქვაბულებში. ისინი ფიქრობენ, რომ ეს შემთხვევით არ მომხდარა.
იხილეთ ასევე: