ავტორი:

კახა კინწურაშვილმა, ეკა დემეტრაძემ, გივიკო ბარათაშვილმა და ნანკა კალატოზიშვილმა  ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი დატოვეს

კახა კინწურაშვილმა, ეკა დემეტრაძემ, გივიკო ბარათაშვილმა და ნანკა კალატოზიშვილმა  ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი დატოვეს

ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრი მსახიობებმა კახა კინწურაშვილმა, ეკა დემეტრაძემ, გივიკო ბარათაშვილმა და ნანკა კალატოზიშვილმა, მანუ თავაძემ, ლუკა ჯაფარიძემ, დავით ბეშიტაიშვილმა და ტასო ჭანტურიამაც დატოვეს.

  • აღნიშნულის შესახებ ისინი „ფეისბუქზე“ წერენ. მათ სოციალურ ქსელში გადაწყვეტილების შესახებ იდენტური ტექსტები გამოაქვეყნეს.

"დღეიდან აღარ ვარ ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის მსახიობი.

დიდი მადლობა ყველას ვისთან ერთადაც სცენაზე ვმდგარვარ",- წერენ მსახიობები.

მათ თეატრი, მას შემდეგ რაც, თეატრის შენობიდან ჩამოხსნეს ანდრო ჭიჭინაძის მხარდამჭერი ბანერი ბანერი გუშინ, 19 თებერვალს ჩამოხსნეს, მსახიობების ცნობით, პროსახელისუფლებო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ახალი მუსიკალური პროექტის გადაღებებისთვის.