მსახიობი ანი ტყებუჩავა სოციალურ ქსელში ეხმაურება ვასო აბაშიძის სახელობის თეატრიდან მსახიობების წასვლის თემას:
"მე თეატრში მივდივარ მსახიობის სანახავად, ცოცხლად რომ მომცეს ის ენერგია და ძალა რაც მე იმ მომენტში მჭირდება. ძალიან მტკივნეულია და ამის გაკეთება არ არის ადვილი. მაყურებლის თვალწინ იშლება თეატრი, ჩემი სოლიდარობა მსახიობებს" - წერს ტყებუჩავა.
ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრი კიდევ რამდენიმე მსახიობმა დატოვა.
არსებული ინფორმაციით, თეატრიდან წავიდნენ დავით ბეშიტაიშვილი, ანასტასია ჭანტურია, მანუ თავაძე და ლუკა ჯაფარიძე.მანამდე, თეატრის დატოვების შესახებ განაცხადეს მსახიობებმა: კახა კინწურაშვილმა, ეკა დემეტრაძემ, გივიკო ბარათაშვილმა და ნანკა კალატოზიშვილმა.
წაიკითხეთ ასევე: