აფხაზი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ეშსოუ კაკალია ცეცხსლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად მიყენებული ჭრილობით სოხუმის ცენტრალურ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
"დედაქალაქის შინაგან საქმეთა დეპარტამენტის თანამშრომლები მზადყოფნაში არიან და გამოძიების შედეგების საფუძველზე მიიღება პროცედურული გადაწყვეტილება", - ნათქვამია ე.ს. შს სამინისტროს განცხადებაში.
ეშსოუ კაკალია აფხაზეთის დე ფაქტო გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე და ოპოზიციური საზოგადოებრივი ორგანიზაცია "აიდგილარას“ ერთ-ერთი ლიდერია.
როგორც გამოცემა Gazeta.abh. წერს, წინასწარი ინფორმაციით, დანაშაულში ჩართულები არიან ბესლან ეშბას ძმისშვილები. ე,წ ხელისუფლება კი ჯერჯერობით მკვლელობის მცდელობაზე არ საუბრობს და არც ეჭვმიტანილებს ასახელებს,