ავტორი:

“არაერთი ახალგაზრდა, რომელსაც მომატებული აქვს ღვიძლის ფუნქციები, ჭარბად იღებს საკვებ დანამატებს“ - რას წერს მაია ბუწაშვილი კუნთოვანი მასის მომატების პოპულარული მეთოდის შესახებ

“არაერთი ახალგაზრდა, რომელსაც მომატებული აქვს ღვიძლის ფუნქციები, ჭარბად იღებს საკვებ დანამატებს“ - რას წერს მაია ბუწაშვილი კუნთოვანი მასის მომატების პოპულარული მეთოდის შესახებ

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი საკვები დანამატების შესახებ “ფეისბუქზე“ სტატუსს წერს, სადაც აღნიშნავს, რომ შესაძლოა დანამატის უკონტროლოდ ან არასწორმა მიღებამ ღვიძლის ფუნქციების დარღვევა გამოიწვიოს.

“ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით ვინც სპორტულ დარბაზებში დადის, იღებს სხვადასხვა საკვებ დანამატს (პროტეინებს, კრეატინს, სხვადასხვა მცენარის ექსტრაქტს და სხვ.). ზოგჯერ ეს სრულიად უკონტროლოდ ხდება და ადამიანი რამდენიმე დანამატს ერთდროულად იღებს, რითაც შეიძლება მაგალითად. მიღებული პროტეინების რაოდენობა მკვეთრად აღემატებოდეს დღე-ღამურ ნორმას.

ამას ყურადღება მივაქციე იმიტომ, რომ არაერთი ახალგაზრდა, რომელსაც მომატებული აქვს ღვიძლის ფუნქციები და სხვა აშკარა მიზეზი არ იკვეთება, სწორედ ჭარბად იღებს საკვებ დანამატებს.

რეალურად მათი სარგებლიანობა კითხვის ნიშნის ქვეშაა, ხოლო პოტენციური მავნე ზემოქმედება არასწორი მიღებისას (რაც აშკარად ხშირია) მნიშვნელოვანი.

რატომ გახდა ეს ასეთი მოდური და რატომ არ არის საკმარისი ბალანსირებული, პროტეინებით მდიდარი საკვების მიღება?

გარდა ამისა, საკვები დანამატების ბრჭყვიალა და მქუხარე რეკლამების უკან არავინ იცის რეალურად რა ხარისხის პროდუქცია დგას,“ - წერს ბუწაშვილი.