უკრაინელმა სამართალდამცავებმა ლვოვის ოლქის ერთ-ერთ ქალაქში დააკავეს პირი, რომელიც ეჭვმიტანილია ლვოვის ცენტრში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმაში, რომლის დროსაც პოლიციელი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრზე იგორ კლიმენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
კლიმენკოს თქმით, თავდასხმის შედეგად 25 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან სამი კრიტიკულ მდგომარეობაშია და ექიმები მათი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან.
ცნობისთვის, წუხელ ლვოვის ცენტრში ორი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც პოლიციელი დაიღუპა და 25 ადამიანი დაშავდა.