ბათუმში, ერთ-ერთ კლინიკაში სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს ყელის არეში დაზიანებები მიაყენა. ამის შესახებ ინფორმაციას “ტელეკომპანია პირველი“ ავრცელებს.
“ტუალეტში შესულა და უმშობიარია. დიდი რისკია ორჯერ ნაკეისრალის მშობიარობა, მერე ჰქონია მცდელობა, რომ... ბავშვი რომ ნახოთ, ყელი აქვს გამოღადრული.
როცა არ გამოვიდა საპირფარეშოდან, მაშინ ატყდა ჩოჩქოლი. ბავშვსაც სისხლი აქვს დაკარგული, ამ ქალსაც უამრავი სისხლი დანაკარგი, მერე ატყდა ერთი ამბავი. ბავშვი არის ცოცხალი, მაგრამ ფაქტობრივად ყელი აქვს გამოღადრული. შეიძლება ტრაქეაც იყოს დაზიანებული. ქალს ფსიქიატრი და დაცვა დავუყენეთ.
ქმარი ჰყავს ინვალიდი, მე მგონი გაშორებულია. განყოფილების გამგემ ჰკითხა, ფეხმძიმედ ხომ არ ხარო - იქით დაწყია წყევლა თანამშრომლებისთვის. ეტყობა გავსუქდიო,“ - აცხადებს უნგიაძე.