აშშ-ს საიდუმლო სამსახურის ცნობით, ტრამპის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციის დაცულ პერიმეტრში შეღწევის შემდეგ, მამაკაცი მოკლეს. მათივე ცნობით, ახალგაზრდა კაცი ცეცხლსასროლი თოფით და ბენზინის ბალონით იყო შეიარაღებული.
ადრეული ინფორმაციით, მამაკაცი 20 წლამდე ასაკის უნდა ყოფილიყო, თუმცა მისი ვინაობა ჯერ-ჯერობით არ მჟღავნდება.
პრეზიდენტ ტრამპის საჯარო გრაფიკის მიხედვით, ის შაბათ-კვირას თეთრ სახლში რჩება.

შემთხვევას ახლა FBI იძიებს. შერიფის თქმით, სროლაში მონაწილე პირებს თავდასხმის მომენტში კამერები ეკეთათ. პოლიციის ინფორმაციით, სროლისას სამართალდამცავი ორგანოების არც ერთი თანამშრომელი არ დაშავებულა.
წყარო: bbc.com
მოამზადა: ანა სიბოშვილმა