A$AP Rocky-მ რიანას 38-ე დაბადების დღისთვის სიურპრიზი მოუწყო. წყვილმა სანტა მონიკაში, კალიფორნიაში მდებარე Giorgio Baldi-ს რესტორანში ისადილა, სადაც რიანას შავი გამჭვირვალე კაბა და ქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა ბეწვის მოსაცმელთან ერთად.

რესტორანში განცალკევებით მოწყობილი ოთახი ფერადი ბუშტებით და დაბადების დღის მისალოცი ტექსტებით იყო მორთული.

რიანა და მისი რეპერი მეორე ნახევარი 2020 წლიდან ხვდებიან ერთმანეთს. მუსიკოსებს უკვე სამი შვილი ჰყავთ და აცხადებენ, რომ შვილებს ხშირად ასმენინებენ სხვადასხვა ჟანრის მუსიკას: "ჩემს შვილებს ყველანაირი ჟანრის მუსიკას ვასმენინებ: მაიკლ ჯექსონიდან დაწყებული, სხვა ძველი კლასიკური მუსიკით დამთავრებული, აგრეთვე ბითლზებს, რეგეს. ჩვენ მუსიკალურ ოჯახში ვცხოვრობთ და მრავალფეროვნება გვიყვარს",- განაცხადა როკიმ ერთ-ერთ ინტერვიუში.

მიუხედავად იმისა, რომ წყვილს უკვე 3 საერთო შვილი ჰყავს, ისინი დღემდე არიდებენ კითხვას იმის შესახებ, არიან თუ არა ოფიციალურად დაქორწინებულები: "ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვართ, რომლებსაც შვილები ჰყავთ. რა თქმა უნდა, ბავშვის გაჩენის შემდეგ ყველაფერი იცვლება, თუმცა მათ ჩვენი დაახლოების მეტი არაფერი გაუკეთებიათ",- ამბობდა რიანა ერთ-ერთ ინტერვიუში.


წყარო: pagesix